დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, ვისწავლეთ კითხვარების შედგენა Google ფორმების საშუალებით, ვიმუშავეთ ბლოგზე და ვისწავლეთ გვერდების დამატება. ძალიან საინტერესო ტრენინგია. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს.
Monday, 29 September 2014
Monday, 22 September 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
განვიხილეთ შეფასების რუბრიკები, გავიმეორეთ პრეზენტაციის გამოქვეყნება ბლოგზე, შევადგინეთ მოსწავლის ნამუშევრის შაბლონი. ვისწავლეთ ბლოგის გაფორმება, gadget -ების დამატება და სხვა. დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და ემოციებით აღსავსე იყო.
Friday, 19 September 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ, უაღრესად საინტერესო და შესანიშნავი ტრენინგია! ვისწავლეთ მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის შექმნა, ვიდეოს მოძებნა და გამოქვეყნება ბლოგზე.
Monday, 15 September 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
ძალიან მომწონს ტრენინგი. საკმაოდ საინტერესო და მუშაობის პროცესში აუცილებელ საკითხებს განვიხილავთ და ვსწავლობთ. დღეს გავეცანით მოსწავლის ნამუშევარს. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის სავარაუდო ნამუშევარი.
Friday, 12 September 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ შეფასების გეგმა. თუ პროექტის მიმდინარეობის დროს მოსწავლეებს რა მეთოდებით შევაფასებთ, რომელ ეტაპზე შეფასების რომელ სახეს გამოვიყენებთ. ვისწავლეთ პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა და გამოქვეყნება ბლოგზე.
Thursday, 11 September 2014
მესამე დღის რეფლექსია
ტრენინგი უფრო და უფრო საინტერესო ხდება ჩემთვის. დღეს დავიწყეთ პროექტების დაგეგმვა, დავწერეთ პროექტის მიზნები, შევარჩიეთ ესგ-ს შედეგები და ინდიკატორები, ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. მოკლედ, დიდი მადლობა და აღფრთოვანებული ვარ ამ ტრენინგით..
პირველი და მეორე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ, რომ ეს ტრენინგი არის ძალიან საინტერესო და აუცილებელი სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ტრენინგის მოდულებში ნასწავლი მასალა დაგვეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში. 1-ლ მოდულში ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, შევქმენით პორტფოლიო, მოვამზადეთ პუბლიკაციები, რომელიც ემსახურებოდა პროექტის რეკლამირებას, დავათვალიერეთ გაზეთის შაბლონები და ა.შ.
Subscribe to:
Posts (Atom)