Monday 29 September 2014

მერვე დღის რეფლექსია

დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, ვისწავლეთ  კითხვარების შედგენა Google ფორმების საშუალებით, ვიმუშავეთ ბლოგზე და ვისწავლეთ გვერდების დამატება. ძალიან საინტერესო ტრენინგია. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს.

Monday 22 September 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

განვიხილეთ  შეფასების რუბრიკები,  გავიმეორეთ პრეზენტაციის გამოქვეყნება ბლოგზე, შევადგინეთ მოსწავლის ნამუშევრის შაბლონი. ვისწავლეთ ბლოგის გაფორმება, gadget -ების დამატება და სხვა.   დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო,  ნაყოფიერი და ემოციებით აღსავსე იყო.

მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი

Friday 19 September 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, უაღრესად საინტერესო და შესანიშნავი ტრენინგია! ვისწავლეთ მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის შექმნა, ვიდეოს მოძებნა და გამოქვეყნება ბლოგზე.

ბუნება

ლომი

Monday 15 September 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

ძალიან მომწონს ტრენინგი. საკმაოდ საინტერესო და მუშაობის პროცესში აუცილებელ საკითხებს განვიხილავთ და ვსწავლობთ. დღეს გავეცანით მოსწავლის ნამუშევარს. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის სავარაუდო ნამუშევარი. 

Friday 12 September 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ შეფასების გეგმა. თუ პროექტის მიმდინარეობის დროს მოსწავლეებს რა მეთოდებით შევაფასებთ, რომელ ეტაპზე შეფასების რომელ სახეს გამოვიყენებთ. ვისწავლეთ პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა და გამოქვეყნება ბლოგზე. 

პროექტის პრეზენტაცია

Thursday 11 September 2014

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგი უფრო და უფრო საინტერესო ხდება ჩემთვის. დღეს დავიწყეთ პროექტების დაგეგმვა, დავწერეთ პროექტის მიზნები, შევარჩიეთ ესგ-ს შედეგები და ინდიკატორები, ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. მოკლედ,  დიდი მადლობა და აღფრთოვანებული ვარ ამ ტრენინგით..

პირველი და მეორე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ ეს ტრენინგი არის ძალიან საინტერესო და აუცილებელი სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ტრენინგის მოდულებში ნასწავლი მასალა დაგვეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში.  1-ლ მოდულში  ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, შევქმენით პორტფოლიო, მოვამზადეთ პუბლიკაციები, რომელიც ემსახურებოდა პროექტის რეკლამირებას, დავათვალიერეთ გაზეთის შაბლონები და ა.შ.