Monday, 15 September 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

ძალიან მომწონს ტრენინგი. საკმაოდ საინტერესო და მუშაობის პროცესში აუცილებელ საკითხებს განვიხილავთ და ვსწავლობთ. დღეს გავეცანით მოსწავლის ნამუშევარს. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის სავარაუდო ნამუშევარი. 

Friday, 12 September 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ შეფასების გეგმა. თუ პროექტის მიმდინარეობის დროს მოსწავლეებს რა მეთოდებით შევაფასებთ, რომელ ეტაპზე შეფასების რომელ სახეს გამოვიყენებთ. ვისწავლეთ პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა და გამოქვეყნება ბლოგზე. 

პროექტის პრეზენტაცია

Thursday, 11 September 2014

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგი უფრო და უფრო საინტერესო ხდება ჩემთვის. დღეს დავიწყეთ პროექტების დაგეგმვა, დავწერეთ პროექტის მიზნები, შევარჩიეთ ესგ-ს შედეგები და ინდიკატორები, ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. მოკლედ,  დიდი მადლობა და აღფრთოვანებული ვარ ამ ტრენინგით..

პირველი და მეორე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ ეს ტრენინგი არის ძალიან საინტერესო და აუცილებელი სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ტრენინგის მოდულებში ნასწავლი მასალა დაგვეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში.  1-ლ მოდულში  ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, შევქმენით პორტფოლიო, მოვამზადეთ პუბლიკაციები, რომელიც ემსახურებოდა პროექტის რეკლამირებას, დავათვალიერეთ გაზეთის შაბლონები და ა.შ.